2024-01-20 18:29:37
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.
როგორც გამოცემა "მოზაიკა" წერს, შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, მეორე კი მაშველებმა მანქანიდან უვნებლად გადმოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.