მეგობარმა მეგობარი დაჭრა

2024-01-15 15:01:52

გურჯაანში მეგობარმა მეგობარი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, მეგობრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, ხოლო შემდეგ ქუჩაში, ფიზიკური დაპირისპირებით გაგრძელდა.

დაჭრილი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსშია" მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.