ძლიერი ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისების ნაწილი ვერ შესრულდა.
აეროპორტში ვერ დაჯდა მოსკოვიდან, ერევნიდან, ბაქოდან და თეირანიდან გამოფრენილი თვითმფრინავები.
აეროპორტის პრესსამსახურის ინფორმაციით, Georgian Airways-ის თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან თბილისში მიფრინავდა, ქუთაისში დაჯდა.
დანარჩენი სამი ავიაკომპანიის (Air Dilijans-ი; AZAL-ი; Qeshm Air-ი) თვითმფრინავები კი უკან გაბრუნდა.
სხვა რეისების შესრულებას ამ ეტაპზე პრობლემა არ შეჰქმნია.
წყარო: რადიო თავისუფლება