ძაღლზე მოძალადე კაცს სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა - ინფორმაციას მიშა კაჭკაჭიშვილი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მარნეულში 6 დეკემბერს მოხდა. კაცი კი სამართალდამცველებმა 9 იანვარს, მას შემდეგ დააკავეს რაც სოციალურ ქსელში ძაღლზე ძალადობის კადრები გავრცელდა. დაკავებული არიფ გოიუშოვია
პროკურატურამ დაკავებულს ბრალი დღეს წარუდგინა. ბრალდება დაკავებულისთვის აღკვეთის სახით, წინასწარ პატიმრობას მოითხოვდა.