ალტ-ინფოს წევრები აქტივისტ ნატა ფერაძეს სახლთან შეიკრიბნენ და აქტივისტის ემუქრებიან.
შეხვედრა გუშინ სოციალურ ქსელში საჯაროდ დაორგანიზდა.
ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ მის სახლთან მობილიზებულია პოლიცია და მედია.
მსვლელობის მიზეზი სამების ეკლესიაში წმ. მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტი გახდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ნატა ფერაძემ გაავრცელა.
ამის შემდეგ, გუშინ საღამოს, ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ მუქარა არ წყდება, რის გამოც პოლიცია გამოიძახა და მუქარის მესიჯები გააცნო.
ფერაძის სახლთან დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული.
სამებაში ხატისთვს საღებავის შესხმის ფაქტზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დაიწყო.