13 მედიკამენტი ონკოლოგიური პაციენტებისთვის უფასოდ გაიცემა

2024-01-10 14:18:33

ჯანდაცვის სამინისტრომ, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, კომპანია ROCHE-სგან შესყიდული 13 დასახელების მედიკამენტის უფასოდ გაცემა დაიწყო.

ეს მედიკამენტებია: ალეცენზა; ტეცენტრიკი; ავასტინი; ტარცევა; გაზივა; მაბტერა; ჰერცეპტინი; კადსილა; ზელბორაფი; ფესგო; პოლივი; პერჯეტა; როზლიტრეკი.

სამინისტროს ინფორმაციითვე, უახლოეს მომავალში, პაციენტები, დამატებით NOVARTIS-ისგან შესყიდულ 8 დასახელების მედიკამენტს მიიღებენ.