თურქეთში, მალათიის პროვინციაში, 4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მისი სიღრმე 4.6 კმ. იყო. მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 16:19 საათზე დაფიქსირდა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც. ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.