ქვემო ქართლში ავარიას არასრულწლოვანი ძმები ემსხვერპლნენ

2024-01-08 18:39:08

ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურში ავარიას არასრულწლოვანი ძმები ემსხვერპლნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ძმები გზის პირად ბოსტნეულით ვაჭრობდნენ, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორივე არასრულწლოვანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.