გავრცელებული ინფორმაციით სააკაშვილი დაკავებულია

2017-12-05 11:49:26

უკრაინული მედიის ცნობით სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილი, მისივე სახლის სახურავზე დააკავეს. ამის ვარაუდის საშუალება მედია საშუალებებს იმ ფაქტმა მისცა,  რომ სააკაშვილი სახურავზე აღარ ჩანს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი სახურავზე მას შემდეგ ავიდა, რაც დღეს დილით სპეცრაზმმა მის ბინაში შეხწევა სცადა.

სააკაშვილის სახლთან მობილიზებულები არიან მისი მხარდამჭერები და ადვოკატები, მათ სამართალდამცავები სადარბაზოში შესვლისა და სააკაშვილთან მისვლის უფლებას არ აძლავენ. ნახეთ ვიდეო.