იტალიაში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 32 წლის ქართველსა და 25 წლის ტუნისელ ახალგაზრდას შორის წარმოქმინი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ქართველმა ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაჭრა.
იტალიური მედიის ინფორმაციით, იძებნება კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ქართველს ეხმარებოდა.