ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები მისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე გუშინ მოხდა - ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.