თბილისში, ორბელიანის მოედანზე არსებულ საახალწლო სოფელში ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ხის ერთ-ერთ ჯიხურს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რომ ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.