მესტიის გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ქვათაცვენის შეჩერების შემდეგ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
„ამ მომენტისთვის გზა დაკეტილია. როგორც კი ქვათაცვენა შეჩერდება, გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ამ დროისთვის ჯვარი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში