ხაშურში, ბორჯომის ქუჩაზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. "მოზაიკას" ცნობით, 27 წლის ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
"კაცი ახლქალაქიდან მოდიოდა, რა დროსაც კვების ობიექტთან შეჩერდა. როცა მანქანიდან გადმოვიდა და მას სხვა ავტომობილი დაეჯახა", - ამბობენ თვითმხილველები.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.