უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2023-12-29 15:50:57

ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ კაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩამოენგრა და სიმაღლიდან ძირს გადავარდა. 35 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ის კომპანია მაგთიკომის თანამშრომელია და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო ჩასული.