კაცს რკინის კონსტრუქცია დაეცა და გარდაიცვალა

2023-12-28 17:05:03

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში სტიქიას მსხვერპლი მოყვა.

სოფელ ქისტაურში ადგილობრივების თქმით, ძლიერმა ქარმა ცენტრალურ გზაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა.

79 წლის მამაკაცი ადგილზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.