აღმოსავლეთ თურქეთში, მალათაის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 13:34 საათზე დაფიქსირდა, მისი სიღრმე კი 6.9 კმ. იყო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.