თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 57 დაშავდა [video]

2023-12-28 11:49:41

თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. [ვიდეო/video]

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.

ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები