რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "რუსთავი" და "სოხუმი" დაუპირისპირდნენ. მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, მეორე მეოთხედი ფრედ 46:46 დასრულდა, თუმცა საბოოლოდ გამარჯვება რუსთაველებმა რვა ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 86:78 მოიპოვეს. დღევანდელ თამაშში ყველაზე მეტი 24 ქულა ჩარლი ლიმ დააგროვა შემდეგ შეხვედრას რუსთავის "რუსთავი" სტუმრად "ბათუმთან" გამართავს.