15 წლის ბავშვმა იმშობიარა

2023-12-27 11:34:09

ხაშურში 15 წლის ბავშვმა იმშობიარა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა. ის მოგვიანებით თბილისში გადაიყვანეს.

ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ მოზაიკამ გაავრცელა. მოზაიკა წერს, რომ გოგო ადრეული ქორწინების მსხვერპლია და ის "არაოფიციალურად იყო დაოჯახებული".