უცხოეთში ქართველი 2 ქვეითს დაეჯახა

2023-12-26 15:27:02

პოლონეთში, საქართველოს მოქალაქე ქვეითად მოსიარულე 73 და 74 წლის ორ ქალს დაეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა გროძისკში, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან მოხდა.

32 წლის ქართველი "რენოს" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა.

ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იყო მობილიზებული. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მათ მძიმე დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.