უამინდობა დასავლეთ საქართველოში

2023-12-25 16:44:10

კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს, რომ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათი ცნობით, უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია.

"ენერგო პრო" ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში, დღის ბოლომდე აღუდგებათ."განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ.რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას ტექნიკურმა ბრიგადებმა, აქ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს. ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტეოსადენები, ფიდერები და სხვა ინფრაქსტუქტურა.ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სატაბილურად მიეწოდება. ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.