საბერძნეთში 2 ქართველი დააკავეს

2023-12-25 14:08:20

საბერძნეთში ქურდობისთვის 32 და 37 წლის ქართველები დააკავეს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2019 წლიდან 2023 წლამდე, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მდიდრულ სახლებსა და ძვირადღირებულ მანქანებს ძარცვავდნენ.

ბერძნული მედიის ცნობით, მათზე საერთო ჯამში 9 დაკავების ორდერი იყო გაცემული.

"მათი დაკავებისთვის მოეწყო წარმატებული ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ჰერაკლიონის უსაფრთხოების ქვედირექციის, ჰერაკლიონის პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტისა და ჰერაკლიონის სასწრაფო სამოქმედო დეპარტამენტის პოლიციელები. ორივე კაცი პარასკევს, 22 დეკემბერს მანქანაში დააფიქსირეს გააჩერეს. კონტროლის დროს დადგინდა, რომ მათ თან ყალბი პასპორტები ჰქონდათ", - წერია პოლიციის განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.