"კორპუსს ძირი ეთხრება"

2022-12-24 17:05:41

რუსთავში, მე-20 მიკრორაიონში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

როგორც მოსახლეობამ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, უკვე წლებია უკვე რამდენიმე წელია საცხოვრებელი სახლის სარდაფებში წყალი დგება.

"საშინელ მდგომარეობაში ვართ. 4-5 წელია ასეა. ვწერთ განცხადებას, არავინ არ მოდის. წყალკანალიდან 5 დღის შემდეგ მოდიან. ბავშვები თამაშობენ, ბურთს ხელს კიდებენ და იწამლებიან. საკანალიზაციო სისტემა მთლიანად შესაცვლელია. სარდაფებში წყალია, ვერ შევდივარ. სუნი დგას და ზაფხულში სახლშიც ამოდის. პატრონი არ გვყავს არავინ. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. კორპუსს ეთხრება ძირი და ეს კორპუსი თუ დაჯდა, არავინ გამკეთებელი არაა", - აცხადებს კორპუსის მცხოვრები.

"ინფო რუსთავი" საკითხთან დაკავშირებით კომპანია "რუსთავის წყალს" დაუკავშირდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ადგილზე შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს და დაზიანების არსებობის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება.

"შესაბამისი ჯგუფი იმუშავებს ადგილზე და დაზიანება თუ არის ქსელზე დაიგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები", - აცხადებენ", - აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები