პრაღის ცენტრში მდებარე უნივერსიტეტში სროლისას სულ მცირე 11 ადამიანი დაღუპა, 25 კი დაშავდა.
ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ჩარლზის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე მოხდა, რომელიც იან პალაჩის მოედანზე მდებარეობს. სავარაუდო დამნაშავე ლიკვიდირებულია.
ხელისუფლების განცხადებით, ამჟამად მთელი მოედანი და მიმდებარე ტერიტორია დაკეტილია.
პოლიციამ მოქალაქეებს მოუწოდა, შემთხვევის ადგილიდან თავი შორს დაიჭირონ, ან სახლში დარჩნენ.