თბილისში 13 წლის გიორგი ვარაზაშვილი დაიკარგა.
როგორც ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ, ის 17 დეკემბერს, 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტლიდან გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
მოზარდს პოლიცია და ოჯახის წევრები ეძებენ.
"17 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე ვაჟა ფშაველას მე 6 კვარტლიდან სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.. თუ ვინმეს სადმე შეგხვდათ გთხოვთ დამიკავშირდეთ 595 88 33 11", - წერს მოზარდის ახლობელი.