უკანონო თევზჭერა

2023-12-18 11:28:32
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავზე, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან 120 მეტრი სიგრძის სახლართი ბადის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას. მათ მოპოვებული ჰქონდათ 15 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გასაბერი ნავი, თევზჭერის უკანონო საშუალება და უკანონოდ მოპოვებული თევზი დალუქეს. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.