პოლონეთში, გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს.
პოლონური მედიის ცნობით, მან 37,5 ათასი ზლოტის ( 9 479 დოლარის) ღირებულების სუნამოები მოიპარა სხავდასხვა მაღაზიებიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის - გდანსკი, კრაკოვიც, კატოვიცე, ვარშავა.
პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
მედია წერს, რომ ოთხშაბათს, გდანსკში, პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურეობივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს რამდენიმე პირი, რომლებიც ჩხუბობდნენ. აღმოჩნდა, რომ დაცვის თანამშრომლმა პირი ქურდობის დროს გამოიჭირა.