ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა.
შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ.
ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული.
ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.
ოზურგეთის მერიის შესაბამისმა სამსახურმა ძაღლი, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა დროებით თავშესაფარში გადაიყვანა.