ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა

2023-12-16 13:01:06

ქვემო ქართლში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში წუხელ (დაახლოებით 2-ის 7 წუთზე) მიწისძვრა მოხდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 55 კილომეტრში, ქალაქ წალკის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ სალამალეიქში დაფიქსირდა.