თავისუფლების მოედანზე, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს.
მოედანზე შეკრებილია მოსახლეობის ნაწილი, ნაწილი კი თანდათან უერთდება ღონისძიებას. პარალელურად, მიმდინარეობს კონცერტი, სპეციალურად მოწყობილია სცენა. მოქალაქეები სახალხო ზეიმზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მიდიან.
გარდა ამისა, ადგილზე იმყოფებიან "ქართული ოცნების" წევრები, ასევე, როგორც ცნობილია აქციაზე მისვლას აპირებს ოპოზიციის ზოგიერთი წევრი, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოება დღეს, თავისუფლების მოედანზე მიიწვია, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ.
ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გუშინ მიანიჭა.