"გილოცავთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას!
ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად, დღეს, 17:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ზეიმი გაიმართება.
სახალხო ზეიმში მონაწილეობის მსურველები, თბილისში გამგზავრებას, რუსთავის შემოსასვლელიდან და მერიის ტერიტორიიდან, მუნიციპალური ავტობუსებით უფასოდ შეძლებენ.
რუსთავის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს, დედაქალაქის მიმართულებით მოძრავი მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მგზავრებს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას!"