თბილისში სასწრაფოს ექიმებმა პაციენტი გადაარჩინეს.
"თბილისის მე -11 ფილიალში გამოძახება ლოზუნგით უგონო შევიდა.
გამოძახებაზე გასულ 1121 ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი იატაკზე, უგონო მდგომარეობაში დახვდათ. პაციენტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.
როგორც პარამედიკოსი თამარ საღარეიშვილი იხსენებს, მამაკაცს გულისცემა და სუნთქვა არ აღენიშნებოდა და არავინ იცოდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში.
ბრიგადის წევრების მიერ დაუყოვნებლივ დაწყებული პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიების შედეგად, სამედიცინო პერსონალმა 35-ე წუთზე შეძლეს პაციენტის გულისცემის და სუნთქვის აღდგენა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1121 ბრიგადის მიერ პაციენტი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
პარამედიკოსი -თამარ საღარეიშვილი, უმცროსი ექიმი - ლევან ჩაგანავა, მძღოლი - დავით კოროშინაძე", - ინფორმაციას გვერდი "შენი სიცოცხლის გადასარჩენად" ავრცელებს.