ქვემო ქართლში ავარიას 14 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2023-12-12 23:56:58

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 14 წლის მოზარდს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი შეეჯახა. მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ეკიპაჟები.