პოლონეთში, ქალაქ ლოძში 25 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი შურისძიების მოტივით ერთ-ერთ კლუბში ავტომობილით შევარდა. შემთხვევის დროს კლუბმა 50 000 ზლოტის ზარალი განიცადა.
25 წლის ქართველი სამართალდამცავებმა დააკავეს და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.