იცოდი? - ცხოვრობდა თუ არა რუსთავში ვინმე მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე

2023-12-08 13:26:39

იცოდი? - ცხოვრობდა თუ არა რუსთავში ვინმე, მე-20 საუკუნის 40-იან წლებამდე.

ისტორიული რუბრიკის "იცოდის" წინა ნაწილებში ვისაუბრეთ, რომ ქალაქმა, რომელსაც მე-4 საუკუნეში სულ მცირე 20 000 მოსახლე ჰყავდა, 1265 წელს მონღოლთა შემოსევის შემდეგ არსებობა შეწყვიტა.

საუკუნეების განმავლობაში არაერთი მცდელობა, რომ ნაქალაქარის ტერიტორიაზე ქალაქი ისევ გაეახლებინათ წარუმატებლად დასრულდა.

ვიცით, რომ ქალაქის ხელახალი მშენებლობა გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ამ ტერიტორიაზე მეტალურგიული ქარხნის მშენებლობის პარალელურად დაიწყო.


ციხისა და არხის მიდამოებში არაქართულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობდა. სწორედ ისინი მოიხსენიებდნენ რუსთავის ციხეს რიშ-ყალად.

"ქართლის ცხოვრების" სომხურ თარგმანში რუსთავი მოხსენიებულია "რიშად", რაც რუსთავის დამახინჯებული ვარიანტი უნდა იყოს.

სწრედ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეერქვა რუსთავის ციხეს ისტორიკოსებისთვის გაუმართლებელი სახელი "არიშის ციხე". ეს კი პავლე ინგოროყვას გამოკვლევებიდან მომდინარეობს. მას მიიჩნია, რომ რუსთავის ციხე ჰერეთის დიდებულთა "არიშინიანთა", საგვარეულოს ეკუთნოდა და "არიშის ციხედ" უწოდა.

თუმცა ინგოროყვას ეს მოსაზრება შემდეგში საქართველოს ისტორიის ცნობილმა მკვლევრებმა ნ. ბერძენიშვილმა, გ. ლომთათიძემ, მ. ლორთქიფანიძემ და სხვებმა გააბათილეს. მათი ცნობით, რუსთავის ციხე ისტორიის არცერთ პერიოდში არ შედიოდა ჰერეთის შემადგენლობაში და ის ყოველთვის კუხეთის შემადგენელი ნაწილი იყო.