რუსთავში შუახნის მამაკაცმა CO-თი ინტოქსიკაცია მიიღო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინტოქსიკაციის ფაქტი მე-7 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში დაფიქსირდა.
მიზეზი ბინაში დამონტაჟებული ერთკამერიანი წყალგამაცხელებელი გახდა.
მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.