თიბისის ანგარიშებიდან ტრანზაქციები ვერ ხორციელდება. ყველა მომხმარებელს საბარათე ანგარიშზე 0 ლარს უჩვენებს, გადახდების განხორციელება კი ყველა ტერმინალითაც შეუძლებელია.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" თბს-ში განუცხადეს, ხარვეზი ფიქსირდება მობაილ ინტერნეტ ბანკში ნაშთების გადამოწმებაზე, შესაბამისად, გადარიცხვების შეჩერებაც აქედან არის გამოწვეული.
ბანკის განმარტებით, შესაბამისი ჯგუფი უკვე მუშაობს, თუმცა, როდის მოხდება პრობლემის მოგვარება ზუსტი დროის დასახელება უჭირთ.