"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულება იზრდება.
მათი ცნობით, მომწოდებლების მიერ, "შესასყიდი ბუნებრივი გაზის ფასის გაზრდის გამო, კომპანია იძულებულია არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დააკორექტიროს".
"2024 წლის 1-ელი იანვრიდან შპს "თბილისი ენერჯის" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი ერთ კუბურ მეტრზე 1.24 (ერთი ლარი და 24 თეთრი)ლარის ნაცვლად განისაზღვრება 1.29 (ერთი ლარი და 29თეთრი) ლარით, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ იცვლება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და ტარიფი კვლავ 0.539708 ლარი იქნება ერთ კუბურ მეტრზე", - წერია განცხადებაში.