ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2023-12-04 21:49:57

გორში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანა ახალგაზრდა კაცს დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

ინფორმაცია, თავდაპირველად ადგილობრივმა გამოცემა "მოზაიკამ" გაავრცელა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.