მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს 3 ადამიანი დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მინდინარეობს.