მე-3 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან

2023-12-03 16:26:36

მე-3 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან.

გაფიცულ თანამშრომლებსა და ჯორჯიან მანგანეზის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა უშედეგოდ დასრულდა. ამ ეტაპზე გაჩერებულია 13 მაღარო.

მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა - ეს თვეში 15 დღე მუშაობას გულისხმობს. მაღაროელები ანაზღაურების გაზრდასაც მოითხოვენ, თუმცა, მათი თქმით, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზი" ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს.

ერთ-ერთი მაღაროელის განცხადებით, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადაყვანას დამსაქმებელი ჯერ კიდევ 5 თვის წინ დათანხმდა მათ, თუმცა პირობა შეუსრულებელი დარჩა.

ფოტო: ინფო იმერეთი