ქვემო ქართლში არასრულწლოვანმა კაცი დაჭრა

2023-12-03 12:35:46

დმანისში ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 16 წლის ბიჭმა 60 წლამდე კაცი ცივი იარაღით დაჭრა.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, მხილებულია ერთი პირი.