საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 საათიდან 5 დეკემბრის 21:00 საათამდე.
ამ პერიოდის განმავლობაში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43, ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძის გავლით