"ანაზღაურება 500 ლარით და მეტით გაიზრდება"

2023-12-01 14:26:11

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლის 1 ივლისიდან პედაგოგებისთვის ახალი სახელფასო ფორმულა ამოქმედდება.

"2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს - სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება", - განაცხადა მინისტრმა.