პოლონეთში 39 წლის ქართველი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ქართველმა ახალგაზრდამ 2 მეგობარი ცივი იარაღით დაჭრა. ერთს ჭრილობა მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი მუცლის.
დაჭრილები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
39 წლის მამაკაცი კი სამართალდამცავებმა დააკავეს და 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.