დღეს დილით მადრიდსა და კატალონიაში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა, - ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Periodico იუწყება.
მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ სხვადასხვა მისამართებზე კატალონიის რამდენიმე ქალაქში.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის ფარგლებში 20-მდე პირია დაკავებული. მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდის ლაშა შუშანაშვილის ძმის, კახა შუშანაშვილის ცოლი.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯფუფი, რომლის წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა, ფულის გათეთრებასთანაა კავშირში.