155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა

2023-11-28 11:20:36

2023 წელს შემოწმებული 155 დასახელების სათამაშოდან 57-ზე ბაზრიდან ამოღების დადგენილება გაიცა.

“2023 წლის განმავლობაში შემოწმდა 155 დასახელების სათამაშო, საიდანაც 149 სათამაშო შემოწმდა ტექნიკურად, 3 სათამაშო დოკუმენტურად, ხოლო 3 სათამაშო დოკუმენტურად და ტექნიკურად. აქედან 57 სათამაშოს შემთხვევაში გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება, სადაც შეუსაბამობას წარმოადგენს სათამაშოში მცირე ნაწილების გამოყოფა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მცირე ნაწილების გადაყლაპვამ, შესაძლოა, რესპირატორული გართულებები გამოიწვიოს.

წყარო: IPN