ბათუმში მემედ აბაშიძის ქუჩაზე 45 წლამდე კაცი დაჭრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე გიორგი ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ დაჭრილს პირველადი დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს.
მისივე ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
"რამდენიმე საათის წინ, ბათუმში დაჭრეს ერთი ადამიანი (მიზეზი ჯერ არვიცით).
პროცესი ჩვენს ოფისთან ახლოს, მიმდინარეობდა.
იმ დროისთვის განდაგანას ფესტივალიდან დაბრუნებულ მოხალისეებთან გვქონდა დღის შეჯამება (რეფლექსია).
სადაც რამდენიმე მოხალისე აივანზე იყო გასული და შემჩნიეს შეშინებული კაცი რომელსაც მისდევდა სავარაუდო დამნაშავე, მოხალისეების ხმაურზე ცხადია დამნაშავე გაიქცა.
როგორც კი უსაფრთხო გარემო შეიქმნა გადავწყვიტეთ დაზარალებულთან გასაუბრება და ასევე ცხადია დავრეკეთ 112-ში.
როგორც დაზარალებული ამბობდა მეგობარი დუჭრეს და წავიდა პარკისკენ.
ჩვენმა მამაცმა მოხალისეებმა, სწრაფი რეაგირება მოახდინეს. ავიღეთ ჩვენი პირველი დახმარების ჩანთა და გავეშურეთ დასახმარებლად ვიპოვეთ დაზარალებული რომელიც ფეხში იყო დაჭრილი და ქონდა ძლიერი სისხლდენა.
მას გავუწიეთ პირველი გადაუდებელი დახმარება და სასწრაფოს მოსვლამდე სისხლდენაც შევუჩერეთ.
რატომ დავწერე ეს პოსტი?
პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვა წითელი ჯვრის მოხალისეების მამაცობას და მათ სურვილს რომ დაეხმარონ სხვას.
დღეს კიდევ ერთელ დავინახე თუ როგორი მნიშვნელოვანია ადამაინებს ასწავლო პირველი დახმარება და სწრაფი რეაგირება, ისე რომ დაეხმარონ სხვებს და არ ჩავარდენ პანიკაში.
მადლობა სასწრაფოს ბრიგადას და პოლიციას სწრაფი რეაგირებისთვის.
განსაკუთრებულად ამაყი და თავდაჯერებული ვარ რომ გვყვავს ასეთი კარგი და მაგრი მოხალისეები, მიხარიხართ და მეიმედებით.
იმედი მაქვს დაზარალებული მალე კარგად გახდება, მალე გამოჯანმრთელბა მას ." - წერს მოქალაქე გიორგი ბოლქვაძე.
მომხდართან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.