თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის ბიჭი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განგვიცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ორი კი დაშავებული.
დაშავებულები ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვცდილობთ.